მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა შიშველთესლოვანი მცენარეების შესწავლისას, ტყის ხანძრების შესახებ, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს
31-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, პროექტებსა და აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში ბიოლოგიის (მასწავლებელი მარინე ფხაკაძე) გაკვეთილზე მოსწავლეებმა თემა - „შიშველთესლოვანი მცენარეები“ შეისწავლეს, რის შემდგომაც პედაგოგმა - მარინე ფხაკაძემ მათ 2017 წლის ზაფხულზე საქართველოში მომხდარი ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაავალა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხზე მოძიებული საინტერესო ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლემ - თამარ ჩიქოვანმა საუკეთესო პრეზენტაცია - „ტყეებში გაჩენილი ხანძრების სტატისტიკა 2013-2017 წლებში, ასევე ხანძრით მოცული ფართობი - ბოლო ხუთ წელიწადში 255835 ჰა“ წარადგინა.
აღნიშნული გაკვეთილი საინტერესო და ინფორმაციული იყო.
მსგავსი პროექტები მოსწავლეებს გაკვეთილის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება და მათ სწავლის მოტივაციას უმაღლებს.