გომაროს საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
31-03-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები - დაჩი კახაძე და დათო სირაძე, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა მოტივაციისა და წახალისებისთვის, ასევე, დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსსცენტრს, სკოლის დირექტორს - თენგიზ გობაძესა და კლასის ხელმძღვანელს, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობას უხდის.

„სკოლის ადმინისტრაცია, დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას. გვჯერა, რომ ეს ჯილდო იქნება მაგალითი სხვა მოსწავლეებისთვის. მადლობა, უკლებლივ ყველა მასწავლებელს, რომელმაც სული და გული ჩააქსოვა ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203