დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ღია პირველობაზე, მძლეოსნობის ორ სახეობაში მონაწილეობდნენ
31-03-2023

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ და წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მეათეკლასელი - გიორგი სანაია და მეთერთმეტეკლასელი - ირაკლი ეგრისელაშვილი უკვე მეორედ, საქართველოს ღია პირველობაზე, მძლეოსნობის ორ სახეობაში -  ბირთვის კვრასა და 300-200 მ-ზე რბენში მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ, გიორგი სანაიამ შეჯიბრში საპატიო, მე-4 ადგილი დაიკავა.

„მოსწავლემ მძლეოსნობის ფედერაციის მესვეურების აღფრთოვანება გამოიწვია, რომლებმაც აღნიშნეს დამწყები სპორტსმენის კარგი შედეგი და  მიიწვიეს საქართველოს ნაკრების ვარჯიშებზე“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი მოსწავლისგან მომავალში საუკეთესო შედეგებს ელიან.

საქართველოს ღია პირველობას მძლეოსნობაში, მძლეოსნობის სასახლემ უმასპინძლა.

აღნიშნულ სპორტულ წამოწყებას სათავეში სპორტის მასწავლებელი, სირბილში საქართველოს 9 გზის ყოფილი ჩემპიონი გვანცა ჟორჟოლიანი უდგას.

სპორტი ადამიანების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ასეთი აქტივობით სკოლა აძლიერებს მოსწავლეების მისწრაფებას სპორტული ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და პიროვნული წარმატებისაკენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203