წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
31-03-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებით სწავლება. 

ამჯერად, V კლასში (დამრიგებელი თ. ჭოლაძე) გაიმართა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „Моя семья“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ოჯახის წევრებზე, საკუთარ თავზე, ოჯახის წევრთა საქმიანობაზე. მეხუთეკლასელებმა ყურადღება გაამახვილეს არავერბალურ ხერხებზე - ინტონაცია, მახვილი, მიმიკა-ჟესტიკულაცია, დაიცვეს სათანადო გამოთქმა მახვილი.

V კლასის მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება მასწავლებელმა - ქ.ჯიქიამ შესთავაზა. 

მეხუთეკლასელებისთვის დავალება შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა, ხალისით იმუშავეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203