მატნის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
31-03-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ დაჯილდოვდნენ. 

2021-2022 სასწავლო წელს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203