პტენის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ტრადიციებს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
31-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად მე-5 კლასის მოსწავლეებმა, შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე - „ტრადიციები“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართული ტრადიციების შესახებ, გაეცნენ მათთვის უცნობ მასალებს და ახალი, საინტერესო ფაქტები თანატოლებს გაუზიარეს.

ბავშვებმა საინტერესო მასალები პლაკატზე გადაიტანეს და თავიანთი დიზაინით გააფორმეს.

სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიზნით  პედაგოგები ბავშვებს, არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობას სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203