„ნარჩენების მართვა და კომპოსტირება“- ღების საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
03-04-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, ეკოკომიტეტის წევრების ორგანიზებით, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, თემაზე - „ნარჩენების მართვა და კომპოსტირება“, პრეზენტაცია ჩატარდა. 

პრეზენტაცია ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა, ნინო ხუსკივაძემ მოამზადა. აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნარჩენების მართვისა და კომპოსტირების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

პროექტის მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იყო. სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ თემის წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნულ პრობლემასთა დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვეს და მხარდაჭერის სურვილი გამოხატეს, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203