გორელოვკის N3 სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა
31-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება - უკეთესი ხვალინდელი დღე“ ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი მოეწყო.
აქტივობას პედაგოგები: გიორგი თათენაშვილი და ბადრი ჭელიძე ხელმძღვანელობდნენ.
შეჯიბრში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
დაწყებით საფეხურზე სამმა მოსწავლემ გაიმარჯვა, ასევე სამმა - საბაზო და საშუალო საფეხურზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მსგავსი აქტივობები სკოლაში მოსწავლეთა წახალისებასა და მოტივაციის ამაღლებს უწყობს ხელს.