„საქართველოს კუთხეები და სამზარეულო“ - შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
31-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  პროექტი -„საქართველოს კუთხეები და სამზარეულო“, განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მე–9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების, მათი ტრადიციებისა და სამზარეულოს შესახებ, გაიგეს აქამდე უცნობი და საინტერესო ფაქტები, მოძიებული მასალით კი, პრეზენტაცია მოამზადეს.

პროექტის მონაწილეებმა, პრეზენტაცია, 30 მარტს სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...