„ჩვენ ვართ გადაცემის სტუმრები“ - საინტერესო გერმანულენოვანი პროექტ-გაკვეთილი ჭოგნარის  საჯარო სკოლაში
31-03-2023

ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის  საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.

პროექტ-გაკვეთილის თემა - „ჩვენ ვართ გადაცემის სტუმრები“/„Wir sind die Gäste der Sendung“, გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად განხორციელდა, რომელსაც გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი, თამარ შანიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღსაზრდელებმა პროექტ - გაკვეთილის ფარგლებში შეძლეს სხვადასხვა საკითხებზე თავიანთი აზრის ჩამოყალიბება და მსჯელობა.

პროექტ-გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ორი სკოლის თანატოლი მოსწავლეების გაცნობა და ერთი დავალების ირგვლივ თანამშრომლობის უნარების განვითარება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი გერმანულ ენაზე წარიმართა. 

პროექტ - გაკვეთილს ესწრებოდნენ:  თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე - თეა მაცაბერიძე, ინგლისურის მასწავლებელი - ანა მემანიშვილი და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი - ლილი ყუფარაძე.

სკოლის დირექტორი ლუიზა ნიშნიანიძე, მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო პროექტისთვის მადლობას უხდის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203