გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ისპირიანმა კარატეს შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
31-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მრავალხმრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი არა მხოლოდ სკოლის სასწავლო აქტივობებში მონაწილეობენ, არამედ მის გარეთ, სპორტულ შეჯიბრებეში წარმატებით ასპარეზობენ.

სკოლის ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა, მეშვიდეკლასელი - დავით ისპირიანი. მან კარატეს შეჯიბრში ღირსეულად იასპარეზა და 1-ელი ადგილის მფლობელი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ მეშვიდეკლასელი სპორტს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს და სკოლის შემდგომ ვარჯიშობს.

ამ შრომისმოყვარეობამ შედეგიც მოიტანა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლის წარმატებას იზიარებს.

„პედაგოგები და კლასელები დავითს ამ წარმატებას ვულოცავთ და მომავალშიც ბევრ მიღწევას ვუსურვებთ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებს მსგავსი მიღწევები მოტივაციას უმაღლებს, სკოლა კი მათ წარმატებებს ყოველთვის მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203