ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეების - ლუკა ნოღაიდელისა და ილია ბაუჟაძის წარმატება ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში
31-03-2023

ქობულეთის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მუდამ განვითარებასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არიან მიმართულნი, სწორედ ამ მიზნით ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ ოლიმპიადაში აქტიურად ერთვებიან და წარმატებით ასპარეზობენ.

ამჯერად, სკოლის წარმატებული მოსწავლეები: X კლასის მოსწავლე ლუკა ნოღაიდელი და XI კლასის მოსწავლე ილია ბაუჟაძე, მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის ნანი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობენ და პირველ ტურში თავიანთი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

ბავშვებმა, პირველი სასკოლო რაუნდი წარმატებით გაიარეს, რის შედეგადაც მეორე ტურში, რეგიონულ რაუნდში გადავიდნენ.

სკოლა ამაყობს პედაგოგისა და მოსწავლეების წარმატებით და მათ ფინალში გადასვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა ოთხ რაუნდს მოიცავს: სასკოლო რაუნდი, რეგიონული რაუნდი, ეროვნული რაუნდი და საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადა.

მოსწავლეები შემართებით არიან და დასახული მიზნის მისაღწევისთვის, დიდი მონდომებით ემზადებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203