ძირკვაძეების საჯარო სკოლაში X კლასის მოსწავლეთა ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
31-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
23 მარტს, ძირკვაძეების საჯარო სკოლაში X კლასის მოსწავლეების - თათია და ნინო თავართქილაძეების ორგანიზებით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“
თამაშში ერთმანეთს ხუთი გუნდი - „არწივები“, „აპოლო“, „ბაბანური“, „ძირკვაძეები“ და „კოსმო“ ეჯიბრებოდნენ.
თამაშის ბოლოს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:
I ადგილი - „კოსმო“ (კაპიტანი სალომე შავაძე);
II ადგილი - „ბაბანური“ (კაპიტანი დურუ ზოიძე);
III ადგილი - „არწივები“ (კაპიტანი მარი თავართქილაძე).
თამაშს ჰყავდა კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს