ყელქცეულის საჯარო სკოლის კიდევ ერთი დამსახურებული წარმატება
30-03-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლამ მორიგ წარმატებას მიაღწია.

სკოლამ ქოუჩინგის ცენტრის „საუკეთესო გლობალური სკოლის“ ჯილდო მოიპოვა.

სკოლამ მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ღირსეული ადგილი დაიკავა, რაც სკოლის დირექტორ მარინე ტაბატაძისთვის და მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულოა. 

სკოლის დირექტორი, მარინე ტაბატაძე მუდამ წინსვლაზეა ორიენტირებული, ამ მიზნით ის არაერთ საერთაშორისო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვება, მის მთავარ მიზანს კი - სკოლის საუკეთესოდ წარმოჩენა და მისი განვითარება, წარმოადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203