ნარდევანის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
30-03-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე - გაიანე ანტონიანი და ლენა ნაზლუიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. მოსწავლეები სწავლასა და შედეგზე ორიენტირებულო ახალგაზრდები არიან, მათ შრომა დაუფასდათ, რაც სკოლაში ახარებთ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს