ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა 
30-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საინტერესო პროექტები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღონისძიება გალაკტიკის შესახებ მოეწყო. 

მოსწავლეებმა პლანეტებთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ისუბრეს მათ მოცულობასა და ზედაპირის შესახებ.

ბავშვებმა ასევე ვიქტორინა გამართეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან ღონისძიება ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203