მაღრაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
30-03-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი ღონისძიებები აქტიურად ეწყობა.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-3 და მე-5 კლასის ერთობლივი ზეიმი, რომელიც ბავშვებმა დედებს მიუძღვნეს.

ღონისძიებას, პედაგოგი ლია მექვევრიშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა სცენა გაზაფხულის თემატიკით მორთეს, საზეიმოდ გამოეწყვნენ და აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ.

ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებაში ამაღლებული განწყობა შექმნეს.

სკოლაში, მოსწავლეთა ემოციების გამოხატვასა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებასა დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ვიდეოები:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203