ღების საჯარო სკოლაში ეკოკოკომიტეტი წარმატებით მუშაობს
31-03-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. მოსწავლე-მასწავლებლები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკოკომიტეტი.

10 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის,სოფელ ღების საჯარო სკოლაში, ეკოკომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სამოქმედო გეგმის შედგენა წარმოადგენდა.

ეს დოკუმენტი აუდიტის შედეგებზე დაფუძნებით შეიქმნა და განსაზღვრავს საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც პროექტის მსვლელობისას განხორციელდება.

ეკოკომიტეტის წევრებმა, ერთმანეთთან შეთანხმებით, განსაზღვრეს მისაღწევი მიზნები და შესაბამისი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს, მდგრადობის მიმართულებით, სკოლის მართვისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203