ღების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს
30-03-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში თანამედროვე სწავლებასა და მიდგომებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სკოლაში, აღნიშნული თანამედროვე სწავლების დაგეგმვის მიზნით, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სამი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე კათედრის თავმჯდომარის, შორენა ლობჯანიძის ორგანიზებით, განიხილეს თემები: დიფერენცირებული სწავლება და განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები.

პედაგოგები ასევე საგნობრივ ელექტრონულ რესურსებს გაეცნენ, რომელთა გამოყენებითაც გაკვეთილები დაგეგმეს.

შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავს შეხვედრებზე პედაგოგები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, რაც სასწავლო პროცესის წარმართვისთვის მნიშნველოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203