„მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ - გომბორის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნანა ბერძენიშვილმა კოლეგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
30-03-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა, პროფესორმა, ნანა ბერძენიშვილმა კოლეგებთან შეხვედრა მოაწყო, თემაზე - „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“.

პედაგოგმა, კოლეგებს გააცნო: მდგრადი განვითარების 17 მიზნის კავშირი ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ასევე ეროვნული მონაცემები, საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები და დამატებითი ინდიკატორები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მომხსენებელმა, გლობალური  გამოწვევებით დაინტერესებული პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზე, ჩვენ  წინაშე არსებული თანამედროვე გლობალური გამოწვევების განხილვა მოხდა, მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო A/RES/70/1 რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის განუყოფელი ნაწილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა“.

2017 წლის 6 ივლისს კი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის A/RES/71/313 რეზოლუციით, დადგინდა მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორთა ჩამონათვალი. მდგრადი განვითარების მიზნები მსოფლიოს გარშემო აერთიანებს ქვეყნების ხელისუფლებებს და მოსახლეობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203