თბილისის N104 სკოლაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეთა ჯგუფი - „სკოლის IT ცენტრი“ ჩამოყალიბდა
30-03-2023
თბილისის N104 საჯარო სკოლაში ინოვაციური კომპიუტერული ჯგუფი „სკოლის IT ცენტრი“ შეიქმნა. ჯგუფი დაკომპლექტებულია ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისგან და მისი მიზანია ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ციფრული დახმარების გაწევა, კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა და ტექნიკური უნარების განვითარება.

„სკოლის IT ცენტრი“ დაეხმარება მათ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მარტივი პრობლემების აღმოფხვრაში.

ჯგუფის წევრები არიან:

1. რუბენ ტოროსიანი - X კლასი;

2. სურენ მურადიანი - X კლასი;

3. არმენ მინასიანი - X კლასი;

4. დავით ავდალიანი - XI კლასი;

5. საჰაკ ჰაკობიან - VII კლასი;

6. დავით საფარიან - VII კლასი;

7. ედუარდ ადამიან - IX კლასი;

8. ანტონ ატოიანი - IX კლასი;

ჯგუფის ხელმძღვანელი: რუბენ ტოროსიანი.

ჯგუფი „სკოლის IT ცენტრი“ მუშაობს როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად. 

„იმედი გვაქვს ჯგუფი ნაყოფიერად იმუშავებს და ვუსურვებთ მათ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203