წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში ამავე და სამების საჯარო სკოლის მათემატიკის ერთობლივი ვიქტორინა გაიმართა.
აღნიშნულ შეჯიბრებაში ორივე სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ, მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოვლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, თითოეულ გუნდში ორივე სკოლის წარმომადგენლები იყვნენ.
კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ყველა მონაწილე სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.
ვიქტორინის ორგანიზატორები: ლია სვიმონიშვილი და ლელა რატიანი იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: