თბილისის N46 საჯარო სკოლა მოსწავლეებმა საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ასახელეს
30-03-2023
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიჭითა და შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან.
ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობასა თუ კონკურსში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე სკოლა და სასწავლებელი ასახელეს.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, არაჩვეულებრივად წარსდგნენ და წარმატებას მიაღწიეს.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს