„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - კართუბნის საჯარო სკოლაში სემინარი ჩატარდა 
30-03-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლაში ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან. პედაგოგები მოზარდებს, როგორც საკუთარი ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. სკოლაში სხვადასხვა საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამიტომ სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა სემინარი თემაზე - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.  სემინარს VII კლასის მოსწავლეები უძღვებოდნენ. მოსწავლეებმა სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამხსვრიეს და აღნიშნეს, რომ ქრომოსომებს არ ითვლიან. 

სინდრომი 1866 წელს ჯონ დაუნმა აღწერა. 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203