ყაურმის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის - ნორა მკრტჩიანის წარმატება ხატვის კონკურსში 
30-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად კი, მე-9 კლასის მოსწავლე ნორა მკრტჩიანი ნახატების კონკურსში მონაწილეობდა, რომლის თემაც „ადგილობრივი ტურიზმის განვითარება - საქართველო ჩემი სამშობლოა“ იყო. 

მოსწავლემ საინტერესო ნამუშევრები წარადგინა, მეორე ტურში გადავიდა და ჯილდო მიიღო.

კონკურსს ორგანიზება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწიეს.

სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის წარმატებით ამაყობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203