აგანის საჯარო სკოლაში კლასებს შორის საგნობრივი კონკურსი გაიმართა 
30-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად კი, კლასებს შორის საგნობრივი კონკურსი გაიმართა. მოსწავლეები მასში მონდომებით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები ერთმანეთს ამოცანების ამოხსნასა და სხვადასხვა ინტელექტუალურ საკითხებში შეეჯიბრნენ. 

ყველაფერმა დიდი წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203