პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ, ისინი საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებით ტვირთავენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, ზოგადად, ხელოვნების სიყვარულით გამოირჩევიან. ამჯერად მათ ხელოვნების გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
მათ ნიჭი და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს. შედეგად კი, არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს.