„წიგნი ჩვენი მეგობარია“ - ბრეძის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
30-03-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვისადმი ინტერესს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში ლიტერატურული კონკურსები იმართება.
ამჯერად, სკოლაში კონკურსი/ღონისძიება სახელწოდებით, „წიგნი ჩვენი მეგობარია“ ჩატარდა, რომლის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ნაწარმოები წაიკითხეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
პედაგოგებმა კონკურსში მონაწილე მოსწავლეები შეაფასეს და მათ მოსაზრებები გაუზიარეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები წიგნებით და სიგელებით დასაჩუქრდნენ.
აღნიშნული დღე ერთ-ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს