გეჯეთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა 
30-03-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ინტეგრირებული გაკვეთილი პედაგოგ ჟანა მირცხულავას ინიციატივით ჩატარდა.

ასევე, გაიმართა ტრენინგი თემაზე: „წყალი და წყლის რესურსების დაცვა“. ის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრმა გვანცა მალანიამ ჩაატარა.

მოსწავლეებმა დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ სავარჯიშოები შეასრულეს და თემში უსაფრთხო სასმელი წყლის აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.

გარდა ამისა, პედაგოგისა და მოსწავლეების ინიციატივით, პოლიეთილენის პარკებისაგან სოფელ ძველ სენაკში მდებარე არხი გაიწმინდა. აქტივობაში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ბოლოს მოსწავლეებმა მასწავლებელებსა და მოსახლეობას თემატური ბუკლეტები - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“, დაურიგეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203