„ცოტა რამ ვეფხისტყაოსანზე“ - მატნის N1 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ღონისძიებაზე საინტერესო პროექტით წარდგნენ
30-03-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შემოქმედებითი მოსწავლეები ჰყავს. ისინი სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მე-10 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა მატნის კულტურის სახლში პროექტი - „ცოტა რამ ვეფხისტყაოსანზე“ წარადგინეს.

მათ საინტერესოდ ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ყველას მოწონება დაიმსახურეს. 

პროექტის ხელმძღვანელი ნონა ნონიაშვილია.

„პროექტის მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება „ვეფხისტყაოსნის“, ქართველი ერის ძვირფასი საუნჯის, შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203