თბილისის N190 სკოლის VII კლასის მოსწავლე ერეკლე ტაბატაძემ ჭადრაკში, საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
30-03-2023

თბილისის N190 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად სკოლაში VII კლასის მოსწავლის - ერეკლე ტაბატაძის მიღწევას ზეიმობენ. 

ერეკლე ტაბატაძემ, 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, ჭადრაკში, საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. 

ერეკლემ რვა გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დაუზავდა მეტოქეს.

მოსწავლის მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეს დამაჯერებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„კიდევ მრავალი წარმატება ერეკლეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203