ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში ხელოვნების პედაგოგმა, მთვარისა ხარაიშვილმა მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.
მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
იხილეთ ფოტოები: