„ფერი და განწყობილება პეიზაჟში“ - წნორის N1 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
30-03-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სკოლის მე-5 კლასებში ღონისძიება „ფერი და განწყობილება პეიზაჟში“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა შექმნეს ბუნების ხედები, რომელშიც ფერების საშუალებით შესაბამისი განწყობა გადმოსცეს. ფერთა სხვადასხვაგვარი შეხამებით შექმნეს ხალისიანი, მხიარული, მღელვარე, მშვიდი, სევდიანი პეიზაჟი.  

მოსწავლეების მიერ შესრულებული ყველა ნამუშევარი გამოირჩეოდა ფერადოვნებითა და ემოციურობით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203