სორმონის საჯარო სკოლაში საგნობრივი დიაგნოსტიკური ტესტირებების კვირეული დაიწყო
30-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ.
საწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით სკოლაში შუალედური საგნობრივი დიაგნოსტიკური ტესტირებების კვირეული დაიწყო.
პირველი დღე გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით.