თბილისის N14 სკოლის მესამეკლასელებმა ხელოვნური ყვავილების ორიგინალური თაიგული დაამზადეს
30-03-2023
თბილისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მასწავლებლები მათ საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-32 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე პედაგოგ ლეილა გოქაძის ხელმძღვანელობით, ნამუშევრები წარმოადგინეს. 

მათ ყვავილების თაიგული დაამზადეს, რომელიც ფერადი ფურცლებისგან გამოჭრეს და ლამაზად გააფორმეს.

აქტივობაში მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203