ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მესამეკლასელებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
30-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა და შეჯიბრი იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა. 

ისინი ერთმანეთს ბურთის გადაცემაში შეეჯიბრნენ. 

მესამეკლასელები აქტივობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ სპორტული უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და სასწავლო პროცესში მეტად რთავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203