ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ჩატარებულ საინტერესო გაკვეთილს საგნობრივი კათედის წევრები დაესწრნენ
30-03-2023
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ და გამოცდილებას ერთმანეთს აქტიურად უზიარებენ. სწორედ ამიტომ, საგნობრივი კათედის წევრები სხვადასხვა გაკვეთილს აქტიურად ესწრებიან.

ამჯერად, ისინი დაწყებითი კლასების მასწავლებლების - თინათინ მარშანიასა და მალუზა ქვაცაბაიას გაკვეთილებს დაესწრნენ. მათი სამიზნე მე-3 კლასში წარმართული გაკვეთილი იყო. 

მასწავლებლებმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს და მოსწავლებლებთან ერთად განიხილეს, თუ რომელი აქტივობები მოეწონათ და აღნიშნულ საგაკვეთილო პროცესში ახალი რა შეისწავლეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი არა მხოლოდ მოსწავლეთათვის, არამედ დამსწრე საზოგადოებისთვისაც საინტერესო და სახალისო იყო. 

მასწავლებლებმა დასახულ სასწავლო მიზნებს მიაღწიეს და გაკვეთილის ბოლოს შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა და ჩატარება საგნობრივი კათედრის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტური ინსტრუმენტია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203