თბილისის N14 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
30-03-2023
თბილისის N14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში მე-51 და მე-52 კლასებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესით და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამის მაგალითია სწორედ აღნიშნული ღონისძიება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203