მუსხის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს -  ნათია ივანიძეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
30-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ნათია ივანიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.

სკოლის დირექცია, მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი - ლალი ანძაველიძე მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და მომავალში წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203