გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება
30-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაული - ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მერვეკლასელებმა აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, იუმორისტული ნომრები გაითამაშეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლის წარმომადგენელი მოსწავლეებს ღონისძიებისთვის მადლობა უხდის და წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203