თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარბენში მონაწილეობდნენ
30-03-2023
თბილისის N37 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში, გარბენში - „ჩემი გაზაფხული 2023“ მონაწილეობდნენ, რომელიც 25 მარტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
აღნიშნულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობაში სკოლის მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.
მათ აქტივობაში ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.