თბილისის N36 სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
29-03-2023

თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის მასწავლებელ ხატია ხეჩოშვილის ორგანიზებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან შემდგარმა ჯგუფმა თანასკოლელებსა და პედაგოგებს თემატური სიმბოლოები დაურიგა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ბოლოს, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დღის მნიშვნელობასა და წლის დაზოგვის წესების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203