თბილისის N29 სკოლაში, პროექტის - „მე ვირჩევ პროფესიას“ ფარგლებში, კურსდამთავრებულს უმასპინძლეს
30-03-2023
თბილისის N29 საჯარო სკოლაში პროექტის - „მე ვირჩევ პროფესიას“ ფარგლებში, სკოლის თვითმმართველობის, სამოქალაქო კლუბისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სკოლას კურსდამთავრებული და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი ლუკა ბარძემიშვილი ესტუმრა, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა მოქალაქის როლზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, დაინტერესებულ პირებსა და მომავალ აბიტურიენტებს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლუკა ბარძემიშვილმა მოსწავლეებს გააცნო ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისია, რომელიც წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსთვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება.
„იმედი გვაქვს ლუკას სტუმრობა დაეხმარება მომავალ აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს