თბილისის N24 სკოლის V კლასის მოსწავლე მია კაპანაძე ფრანგულენოვან კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილოვდა
30-03-2023

თბილისის N24 საჯარო სკოლაში ფრანგული ენა ისწავლება. საგანს მოსწავლეები ხალისით სწავლობენ და ცოდნისა და სამეტყველო უნარების წარმოჩენის მიზნით სხვადასხვა კონკურსშიც მონაწილეობენ. 

28 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ფრანკოფონია 2023“-ის ფარგლებში საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონკურსის - Je lis en français  გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.

სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა N24 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეს მია კაპანაძეს და ფრანგული ენის პედაგოგს.

მია კაპანაძემ კონკურსში - „მე ვკითხულობ ფრანგულად“ პირველი ადგილი დაიკავა. 

სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203