ბარდუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს ხალისითა და ინტერესით სწავლობენ
30-03-2023
2022 - 2023 სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო გახდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აზროვნებისა და ინტელექტუალური უნარების გაუმჯობესებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამიტომ ჭადრაკის სწავლების ხარიხს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

„ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცეტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება“,- აღნიშნავენ ბარდუბნის საჯარო სკოლაში და გეუბნებიან, რომ პირველკლასელებმა იოლად აუღეს ალღო ახალ საგანს და ჭადრაკს ხალისით სწავლობენ.

სკოლას შესაბამისად მომზადებული პედაგოგი ჰყავს, რომელიც ბავშვებს საგანს მეტად საინტერესოდ აცნობს. 

„ჩვენ გვყავს ჭადრაკში სერტიფიცირებული მასწავლებელი - შმაგი ღვინეფაძე, რომელიც ამავე დროს მათემატიკის წამყვანი მასწავლებელიცაა. გვაქვს საჭირო ინვენტარიც, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გადმოგვცა“,- გვეუბნება პირველი კლასის დამრიგებელი იზო აბულაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203