გოდოგანის საჯარო სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლეები, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით, მუზეუმებს სტუმრობდნენ
30-03-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში მე- 5 კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
საგაკვეთილო პროცესის მზადებისთვის, მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი და ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
მოსწავლეებმა მუზეუმების ექსპონატები დაათვალიერეს. მათთვის აქტივობა განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
მეხუთეკლასელები სკოლაში ახალი ინფორმაციითა და ცოდნით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.