ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას თუ აქტივობას სთავაზობენ.
ამჟამად, აგარის საჯარო სკოლაში სპორტის კვირეული ტარდება.
კვირეულის ფარგლებში 28 მარტს კლასებს შორის ჩატარდა შეჯიბრი ფრენბურთში, 29 მარტს კი მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრნენ.
კვირეული მოსწავლეებისთვის მეტად სახალისოა, შეჯიბრებებში აქტიურად ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.