ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარების და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო შეხვედრები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში შეხვედრა მოძღვართან გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მღვდელმა, მამა გიორგი ქვარცხავამ, მშობელთა და შვილთა ურთიერთობაზე, ქრისტეს მცნებებზე, ქრისტიანული ოჯახსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეკითხვებზე დამაჯერებელი პასუხები მიიღეს.
შეხვედრა დამსწრე საზოგადოებისთვის ინფორმაციული საინტერესო და დასამახსორებელი იყო.
მსგავსი შეხვედრები საჭირო საკითხებზე მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია.