თაიას საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
30-03-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო დღეებს სთავაზობენ. სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო, საზეიმო თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი ლამაზი დღესასწაული, როგორიც დედის დღეა. გაზაფხულის პირველ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერა შეასრულეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი სიყვარულითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათი მიზანი იყო ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სიყვარული და სითბო გამოეხატათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს