ნატახტრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია გამართეს
29-03-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო პრეზენტაცია მოაწყვეს, სინდრომის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და თანატოლებს გაუზიარეს.

ასევე, ბავშვებმა ფერადი პლაკატი დაამზადეს, წარწერებით - „მზე, რომელიც ერთი სხივით მეტს ანათებს“ და „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.

სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203